პოლონეთში მოსამართლეთა მხარდასაჭერად, მასშტაბური ანტი-სამთავრობო აქცია გაიმართა

ათასობით ადამიანმა პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები გამართეს. აქციები იმ მოსამართლეთა მხარდასაჭერად გაიმართა, რომლებიც დემონსტრანტების თქმით, მთავრობის ზეწოლას განიცდიან.

მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის დროშებით მომიტინგეები სკანდირებდნენ „სოლიდარობა მოსამართლეებს“. ყველაზე მასშტაბური აქცია ვარშავაში, იუსტიციის სამინისტროს წინ გაიმართა.

ერთ-ერთი მოსამართლე, პაველ ჯუჟციჟინი, რომელიც თანამდებობიდან გასულ კვირას გათავისუფლდა, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ახალი მოსამართლეების დანიშვნის წესს, რომელსაც პოლონეთის იუსტიციის ეროვნული საბჭო ახორციელებს.

„მე მოვუწოდებ ჩემს მოსამართლეებს, ნუ მისცემთ თქვენი დაშინების საშუალებას. იყავით მამაცები და დამოუკიდებლები“,-განაცხადა მოსამართლემ.

2015 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პოლონეთის კანონისა და სამართლიანობის პარტიამ ფართო სასამართლო ცვლილებები განახორციელა, მათ შორის შეიცვალა მოსამართლეთა დანიშვნის წესები. ამ რეფორმამ ქვეყნის შიგნით საპროტესტო მუხტი გამოიწვია. აღნიშნული რეფორმები მკაცრად გააკრიტიკა ევროკავშირმაც, რომელმაც პოლონეთის მთავრობა სასამართლო დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრაში დაადანაშაულა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა