სტოლტენბერგი მაკრონს - ნატო არის ძლიერი, ნატო არის მოქნილი, ნატო არის აქტიური!

ნატო არის ძლიერი, ნატო არის მოქნილი და ნატო არის აქტიური. ეს არის ჩემი მესიჯი პრეზიდენტ მაკრონისადმი, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის ლონდონის სამიტის დაწყებამდე BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ნატო არის სამხედრო და პოლიტიკური ალიანსი. როგორც წესი, ჩვენ ვთანხმდებით ხოლმე, მაგრამ ხანდახან ამას ვერ ვახერხებთ, ისე როგორც სირიის საკითხთან დაკავშირებით მოხდა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ ჩვენ მოვახერხეთ შეგვექმნა ყველაზე დიდი და ძლიერი კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაცია. ნატო იცვლება მსოფლიოს ცვლილებასთან ერთად“, - განაცხადა რასმუსენმა.

ნატოს ლონდონის სამიტი, დღეს და ხვალ გაიმართება. მსოფლიო ლიდერები ბრიტანეთის დედაქალაქში უკვე ჩავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ ემანუელ მაკრონმა 7 ნოემბერს ნატოს ტვინის სიკვდილისა და ევროპის უფსკრულის პირას ყოფნის შესახებ განაცხადა, რასაც ევროპელი ლიდერების უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა