ადვოკატი - დღემდე ვერ მოვისმინეთ, კონკრეტულად რაში ედება ბრალი ავთანდილ წერეთელს

დღემდე ვერ მოვისმინეთ კონკრეტულად რაში ედება ბრალი ბატონ ავთანდილ წერეთელს. კონკრეტიკა აქამდე არ ყოფილა დღესაც ვერ გაჩნდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „თიბისი ბანკის“ საქმეზე ბრალდებული ბიზნესმენის, ავთანდილ წერეთელის ადვოკატმა, კახაბერ წერეთელმა განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე კვლავ იქნება პროკურატურის მხრიდან ზოგადი შინაარსის განცხადებები.

„დავასაბუთებთ იმას, რომ არანაირი საფუძველი „ფულის გათეთრებაში“ ავთანდილ წერეთლის მიმართ არ არსებობს“, - განაცხადა ადვოკატმა.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000-700 000- ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, მას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის დახმარებაში ედება ბრალი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა