მაია ცქიტიშვილი სამცხე-ჯავახეთში საგზაო პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯომარესთან ირაკლი ქარსელაძესთან და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულ ბესო ამირანაშვილთან ერთად სამცხე-ჯავახეთში საგზაო ინფრასტრუქტურის დასრულებული და მიმდინარე პროექტები დაათვალიერეს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალკა–ნინოწმინდას საავტომობილო გზის 16 კმ-იან მონაკვეთზე, რომელიც დაზიანებული იყო და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის სასწრაფოდ საჭიროებდა რეაბილიტაციას.

„ რეაბილიტირდა გზა და ხელოვნური ნაგებობები. მოეწყო ტროტუარები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. განხორციელდა საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის ჰორიზონტალური მოწყობის სამუშაოები. რეაბილიტირებული მონაკვეთი 5 სოფელს (ტბეთი, სამება, განთიადი, საყდრიონი, აიაზმა) მოიცავს. პროექტი სახელმწიფო 13 795 800 ლარით დაფინანსდა.

ასევე, დასრულდა საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდას (სომხეთის რესპუბლიკის საზღვართან მისასვლელ) საავტომობილო გზაზე 15 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები. რეაბილიტირებული მონაკვეთი გადის 2 სოფელს (გორელოვკა, ჟდანოვი) და საქართველო-სომხეთის საზღვართან სრულდება. აღნიშნული გზით სარგებლობს ადგილობრივი მოსახლეობა, სომხეთის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები და ხორციელდება აქტიური სატრანზიტო გადაზიდვები. ახალციხე-ნინოწმინდას გზაზე სამუშაოები ბოლო 10 წელია არ ჩატარებულა. არსებული საფარი ძლიერ დაზიანებული იყო და ზოგიერთს მონაკვეთზე საერთოდ აღარ არსებობდა. პროექტის შესაბამისად, განხორციელდა დაზიანებული გზის სრული რეაბილიტაცია. გაფარდოვდა გზის სიგანე, რეაბილიტირდა 3 რკინაბეტონის ხიდი და წყალგამტარი მილები. მოეწყო მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და ადგილობრივ გზებთან მიერთებები. საავტომობილო გზა აღიჭურვა საგზაო ნიშნებით. დღეისთვის ახალციხიდან ნინოწმინდის მიმართულებით სომხეთის საზღვრამდე გადაადგილება უსაფრთხოდ და კომფორტულად არის შესაძლებელი. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14 მილიონამდე ლარით დაფინანსდა”,-აცხადებენ სამინისტროში.

უწყების ცნობით, ვიცე-პრემიერმა დაათვალიერა ახალქალაქი-ნინოწმინდას დამაკავშირებელი 17 კილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და 2020 წლის ზაფხულში დასრულდება. ამ მონაკვეთის დასრულებით მოწესრიგდება სამცხე-ჯავახეთის ძირითადი სატრანსპორტო მაგისტრალები. ჩატარებული საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამცხე-ჯავახეთის სატრანსპორტო და ტურისტული პოტენციალის ათვისებას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს