მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე მოძრაობა „გაბედეს“ წევრებზე -  ჩვენს თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენეს - შეურაცხყოფა ისაა, რომ გვისტვენენ, არ გვესაუბრებიან

მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარის, გელა ბაქრაძის განცხადებით, მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტები, რომლებიც მცხეთის მერიასთან მივიდნენ და პროტესტს გამოხატავენ, მერიის თანამშრომლებს მოსახლეობასთან შეხვედრის საშუალებას არ ძლევენ. როგორც გელა ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აქტივისტებმა მათ თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენეს,

„მოვიდნენ, არც გვალაპარაკეს. გვიშლიან მოსახლეობასთან შეხვედრას. ჩვენს თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენეს. შეურაცხყოფა ისაა, რომ გვისტვენენ, არ გვესაუბრებიან“, - განაცხადა გელა ბაქრაძემ.

მცხეთაში, დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან ხმაური და დაპირისპირებაა. პოლიციამ მოძრაობა „გაბედეს“ რამდენიმე წევრი დააკავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა