მოძრაობა „გაბედეს" წევრი, ცოტნე ვადაჭკორია, რომელიც მცხეთაში, დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავდა, სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ მცხეთის ადგილობრივ მოსახლეობასა და მოძრაობა „გაბედეს" წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატთან, დიმიტრი ხუნდაძესთან შეხვედრა მოითხოვეს.
მაჟორიტარის ბიუროსთან ფიზიკური დაპირისპირებისას მოძრაობა „გაბედეს“ რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"