BAG-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე პარიზში, საფრანგეთის ბიზნეს კონფედერაციის საერთაშორისო ორგანიზაცია MEDEF International-ის ორგანიზებულ ფორუმს დაესწრო

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ნანა ცერცვაძე პოლიტიკური დიალოგის პლატფორმის ფარგლებში პარიზში საფრანგეთის ბიზნეს კონფედერაციის საერთაშორისო ორგანიზაცია MEDEF International-ის ორგანიზებულ ბიზნეს ფორუმს დაესწრო.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრას, რომელიც ქართულ-ფრანგულ თანამშრომლობას და ერთობლივი პროექტების განხილვას დაეთმო, ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრაქსტუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები.

აღნიშნულ შეხვედრაზე კერძო სექტორს წარმოადგენდა საქართველოს ბიზნეს ასოციაცია. ნანა ცერცვაძემ ფრანგულ მხარეს დეტალურად უამბო საქართველოში არსებული ბიზნესგარემოსა და ბიზნესის განვითარების შესახებ, ასევე ისაუბრა BAG-ის როლსა და ჩართულობაზე აღნიშნულ პროცესში.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერება, რადგან ეფექტიანად დავეხმაროთ BAG-ის წევრ კომპანიებს მათთვის საინტერესო საერთაშორისო პროექტებში ჩართვასა და პარტნიორების მოძიებაში“ ,- განაცხადა ნანა ცერცვაძემ.

ამასთან, შეხვედრას ესწრებოდა 20-მდე ფრანგული კომპანიის წარმომადგენელი. მათი მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი გამოითქვა ერთობლივი პროექტებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ტურიზმის, განსაკუთრებით მთის კურორტების, სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის, ასევე ტელეკომუნიკაციების მიმართულებით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა