ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 15 დღის ვადაში განიხილავს

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამისილების შეწყვეტის საფუძველი დგება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც დეპუტატ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამისულების შესაძლო შეწყვეტასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„პირველ რიგში, სამართლებრივ მხარეს შევეხები. საქრათველოს კონსტიტუციის თანახმად, თუ კანონიერ ძალაში არის შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში უკვე დგება საფუძველი დეპუტატეტის უფლებამოსილების შეწყვეტისათვის. ამ შემთხვევაში, განაჩენი კანონიერ ძალაში არის შესული, იმიტომ, რომ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, პირველი ინსტანციის განაჩენი არის უკვე საბოლოო ძალაში შესული. აქედან გამომდინარე, პირდაპირი საფუძველი არის იმისათვის, რომ დეპუტატს მისი სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეს ანუ, იურიდიულად, აქ ცალსახა განმარტება არსებობს“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ შემდეგი ინსტანციის სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას დააბრუნებს, კობახიძე პასუხობს, რომ თეორიულად ეს შეიძლება მოხდეს, თუმცა კონსტიტუციაში და ასევე რეგლამენტში პირდაპირ მითითებულია, რომ 15 დღის ვადაში, როდესაც განაჩენი კანონიერ ძალაში შევა, უნდა დადგეს შესაბამისი გადაწყვეტილება.

„ანუ პარლამენტმა უნდა იმსჯელოს ამასთან დაკავშირებით და უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა კობახიძემ.

ასვე კობახიძემ უპასუხა კითხვას, დაელოდება თუ არა „ქართული ოცნება“ სასამართლოს ბოლო ინსტანციის გადაწყვეტილებას.

„ჩვენ არ გვქონია კონსულტაციები, თუმცა ალბათ, გავყვებით, სავარაუდოდ, რეგლამენტს. ვერ გეტყვით, ჯერ რადგან კონსულტაცია არ გვქონია, მე არ მიმიღია ასეთ კონსულტაციებში მონაწილეობა. საპარლამენტო გადაწყვეტილება გვექნება კონსულტაციებით და ამის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება“, - განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა