ბექა ოდიშარია ნიკა მელიაზე - ეს ადამიანი, ყველა ეტაპზე საკუთრების და სახელმწიფოს მიტაცებით იყო დაკავებული - სჯობს თავი დაანებოს „კლოუნადას“

ადამიანი, ყველა ეტაპზე საკუთრების და სახელმწიფოს მიტაცებით იყო დაკავებული, ეს ადამიანი მე მეუბნება? - ასე ეხმიანება უმრავლესობის დეპუტატი ბექა ოდიშარია ნიკა მელიას განცხადებას "კოლექტიური ოდიშარიების" თაობაზე.

დეპუტატი ნიკა მელიას მოუწოდებს, „კლოუნადების“ მოწყობას თავი დაანებოს.

„სჯობს თავი დაანებოს „კლოუნადას“ და ამ მიზანსცენების გათამაშებას. რა სერიოზული კომენტარი უნდა გავაკეთო ადამიანზე, რომელიც მორალზე მესაუბრება, ვაჟკაცობაზე და ადამიანის დაჭერაზე მე, რომელიც ყველა ეტაპზე ვიყავი იმით დაკავებული, რომ სხვა გამომეხსნა გასაჭირიდან. ადამიანი, რომელიც უშიშროების გამომძიებელი იყო, პრობაციის ბიუროს, აღსრულების სააგენტოს ხელმძღვანელი, ყველა ეტაპზე საკუთრების და სახელმწიფოს მიტაცებით იყო დაკავებული, ეს ადამიანი მე მეუბნება? ერთხელ გავეცი პასუხი იმ ცნობილი „კლოუნადის“ დროს სამი სიტყვით, ვიდრე კარი დაიკეტებოდა“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა