მცხეთაში მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებული, მოძრაობა „გაბედეს“ ორი წევრი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებული, მოძრაობა „გაბედეს“ ორი წევრი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

გათავისუფლებულებს შორისაა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შვილი.

პოლიციამ ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან მომხდარი დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით სულ 7 პირი დააკავა.

შეგახსენებთ, ხუნდაძის ბიუროსთან ერთმანეთს „გაბედეს“ წევრები და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა