გარდაბნის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული 2 ახალგაზრდის ოჯახის წევრები მოითხოვენ, რომ სამძებრო სამუშაოები აზერბაიჯანის მხარესაც ჩატარდეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული 2 ახალგაზრდის ოჯახის წევრები მოითხოვენ, რომ სამძებრო სამუშაოები აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხარესაც ჩატარდეს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ჯანდარის ტბაზე გაუჩინარებულ ორ ახალგაზრდას ამ დრომდე ეძებენ. არსებული ინფორმაციით, მამაკაცები, რომლებიც ტბაზე სათევზაოდ იმყოფებოდნენ, ერთმანეთის ნათესავები, კერძოდ, სიძე-ცოლისძმა არიან. ოჯახი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ძლიერი ქარისა და დინების შედეგად, ახალგაზრდების ნავი სწორედ აზერბაიჯანის მხარესაა.

ამ დროისთვის ჯანდარის ტბის ტერიტორიაზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი. ასევე, ადგილზე იმყოფება განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების ბაზის 5-კაციანი ეკიპაჟი. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენში მაშველებთან ერთად იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების გადაუდებელი დახმარებისა და კოორდინაციის ცენტრის ექიმები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა