ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატების მიერ შექმნილ ფრაქციაზე - ამ ფრაქციის წევრთა უმრავლესობას პოლიტიკაში წარმატებას ვერ ვუსურვებ

ამ ფრაქციის წევრთა უმრავლესობას პოლიტიკაში წარმატებას ვერ ვუსურვებ, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების მიერ შექმნილ ფრაქციაზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, მათ მორალური ფასეულობები არ გააჩნიათ.

„ყველაზე არ ვიტყვი, მაგრამ ამ ფრაქციის წევრთა უმრავლესობას ბუნებრივია წარმატებას ვერ ვუსურვებ პოლიტიკაში მარტივი მიზეზის გამო - მათ არ აქვთ მორალური ფასეულობები, მათ ამ პერიოდის განმავლობაში ისეთი რაღაცები აქვთ ნაკეთები, რომ სრულიად აცდენილები არიან“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ახალი ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები" იქმნება. ფრაქციას 6 დეპუტატი ქმნის და მისი ხელმძღვანელი უმრავლესობიდან წასული მარიამ ჯაში იქნება. ფრაქციის შემადგენლობაში იქნებიან: მარიამ ჯაში, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე და ლევან კობერიძე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა