ექიმის ინფორმაციით, მოძრაობა „გაბედეს“ 2 წევრს ქალა-ტვინის დახურული ტრავმა აღენიშნება

მცხეთის კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალსის" მიმღები განყოფილების ექიმის თეა მესხიძის განცხადებით, მცხეთის მერიასთან დაშავებული ორივე პაციენტი თავის ტკივილს, თავბრუსხვევას და სისუსტეს უჩივის. მისივე თქმით, დაშავებულებს აღენიშნებათ ექსკორიაციები სახისა და თავის არეში.

"ორი მამაკაცი შემოყვანილია მიმღებ განყოფილებაში „112“-ის მიერ, დიაგნოზით ქალა- ტვინის დახურული ტრავმა. ამ ეტაპზე მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, უტარდება შესაბამისი კლინიკურ-დიაგნოსტოკური გამოკვლევები. ამ დიაგნოსტიკის შემდეგ შევძლებ სრულყოფილად ინფორმაციის მოწოდებას. ამ ეტაპზე პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. ორივე თავის ტკივილს, თავბრუსხვევას და სისუსტეს უჩივის. აღენიშნებათ ექსკორიაციები სახის და თავის არეში. მიმდინარეობს შესაბამისი მონიტორინგი. ჯერჯერობით ბოლომდე არ არიან გამოკვლეულები. ერთს აქვს დაზიანებები ყვრიმალის და შუბლის არეში, მეორეს ტუჩის არეში", - განაცხადა ექიმმა.

მისი თქმით, კლინიკური დიაგნოსტიკური კვლევების შემდეგ გადაწყდება, დაშავებულებს მოუწევთ თუ არა დღეს კლინიკაში დარჩენა.

ცნობისთვის, მოძრაობა „გაბედეს“ წევრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს