ბორჯომში მდებარე სკვერებში მულტიფუნქციური ეკო-კონსტრუქციები დამონტაჟდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ ბორჯომში არსებული რეკრეაციული ზონებისათვის მულტიფუნქციური მზის ენერგიაზე მომუშავე სკამები შეიძინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, დღეიდან ადგილობრივებსა და ქალაქის სტუმრებს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიღება და მობილური ტელეფონისა თუ სხვა ელექტრონული მოწყობილობების დატენვა ქუჩაში სრულიად უსასყიდლოდ შეეძლებათ. Wi-Fi მიმდებარე ტერიტორიას 30 მეტრ რადიუსზე დაფარავს.

სკამები ელექტრო ენერგიას მასზე დამონტაჟებული მზის ბატარიებით მიიღებს, აქედან გამომდონარე, ის ეკოლოგიურადაც სუფთა იქნება, ღამე კი ეკო-კონსტრუქცია განათების ფუნქციას შეასრულებს.

პირველ ეტაპზე სკამები მტკვრის მარცხენა სანაპირო სკვერში 2 ლოკაციაზე, ასევე მუსიკალური სკოლისა და მტრედის ხიდის მიმდებარე სკვერებში დამონტაჟდა.

მუნიციპალიტეტი ეკოდამტენი სკამების განთავსებას მომავალშიც გეგმავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო