kvirispalitra.ge უკრაინაში ქართველი ბიზნესმენის მკვლელობის ახალ დეტალებზე წერს

კვირის პალიტრა” უკრაინაში ქართველი ბიზნესმენის მკვლელობის ახალ დეტალებზე წერს.

როგორც kvirispalitra.ge წერს, კიევში მოკლული ქართველი ბიზნესმენი ნიკოლოზ დავითაშვილი უკრაინაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა და მისი მკვლელობა სავარაუდოდ, თანხის „შეწერას“ უკავშირდება.

„კვირის პალიტრის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, დავითაშვილის „ფოლცვაგენის“ მარკის ავტომანქანა მას მერე გაიტაცეს, რაც სასტუმროს ტერიტორიიდან გავიდა.

უკრაინელმა სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებულები - ორი ჩეჩენი და ორი რუსი ეროვნების მამაკაცი უკვე დააკავეს. დაკავებულებიდან ორი პირი ბრალს აღიარებს.

„დავითაშვილი, სავარაუდოდ, სწორედ ამ პირებმა მანქანაში ჩაცხრილეს. ნატყვიარი მანქანის სავარძელს ეტყობა. პირველადი დათვალიერებით, ნიკა დავითაშვილი მძღოლის გვერდზე იჯდა და მას მანქანის უკანა სავარძელში მყოფმა პირებმა ესროლეს. ამის შემდეგ ცხედარი მანქანიდან გადაიტანეს და ქუჩაში, ჭაში ჩააგდეს. სავარაუდოდ, ამ საქმეში მონაწილეებიდან ერთ-ერთს ის იცნობდა. დანაშაული სამართალდამცავებმა ვიდეოკამერებით გახსნეს. ამ ჩანაწერში კარგად ჩანს, როგორ უახლოვდება ნიკა დავითაშვილი იმ მამაკაცებს. რამდენიმე წუთი ესაუბრება, ამის შემდეგ ჯდება მანქანაში და იქაურობას მათთან ერთად ტოვებს. რაზე ესაუბრებოდა მამაკაცი დამნაშავეებს და რატომ გაყვა მათ, უცნობია. ერთი ვერსიით, ამ საქმეში ქართველების ხელი ურევია და არ არის გამორიცხული, დაკავებული ჩეჩნები მკვლელობის შემსრულებლები იყვნენ", -აცხადებს წყარო kvirispalitra.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.07.2020
კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველოს“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი დაშლილებში აწყობილი პარტიებია - ზოგი „ქოცების“ დაშლილებია, ზოგი „ნაცების“
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე დღეს მომავლის საშვის აღებას წარსულის გადაწერით ცდილობს
ძუძუს კიბო და ადრეული დიაგნოსტირების როლი მის მკურნალობაში
„თბილღვინო“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეჭირვებულ ოჯახებს ეხმარება
საუკეთესო სავალუტო კურსი ტერაბანკისგან
საქართველოში სერვისი ბინა გაქირავების გარანტიით შემოვიდა - მესაკუთრეები დაზღვევის სახით ბინის ღირებულების 5%-ს მიიღებენ