ხილვადობის გაუარესების გამო, ჯანდარის ტბაზე გაუჩინარებული ორი ახალგაზრდის ძებნა ვერტმფრენებით შეწყდა

ხილვადობის გაუარესების გამო, ჯანდარის ტბაზე გაუჩინარებული ორი ახალგაზრდის საძიებო სამუშაოები ვერტმფრენებით შეწყდა. ადგილზე ამ დრომდე რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების 10 კაციანი ჯგუფი, ასევე განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების ბაზის ჯგუფი.

ამ დრომდე ტბაზე საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო ორი ვერტმფრენი, როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის მხრიდან.

ორი ახალგაზრდა ჯანდარის ტბაზე დღეს დაახლოებით, 13:00 საათზე გაუჩინარდა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ისინი ერთმანეთის სიძე-ცოლის ძმა არიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა