ელენე ხოშტარია - ეს იყო სახელმწიფოს ძალადობრივი ოპერაცია ახალგაზრდების წინააღმდეგ, რაზეც ხუნდაძე და ყველა სხვა მოძალადე მონა აგებს პასუხს

ეს იყო სახელმწიფოს მიზანმიმართული, ძალადობრივი ოპერაცია ახალგაზრდების წინააღმდეგ, რაზეც ხუნდაძე და ყველა სხვა მოძალადე მონა აუცილებლად აგებს პასუხს", - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ბოუროსთან დღეს განვითარებულ მოვლენებს.

როგორც ხოშტარიამ მაჟორიტარულ ბიუროსთან დაპირისპირების შედეგად დაშავებული აქტივისტების მონახულების შემდეგ განაცხადა, დაშავებულები დღეს "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაში დარჩებიან.

"მოძალადე მონები, ამ შემთხვევაში ხუნდაძის სახით, რომლებიც ებღაუჭებიან ძალაუფლებას, უკვე წავიდნენ დღეს ღია ძალადობაზე. ახალგაზრდებს მიუქსიეს მერიის თანამშრომლები და სასტიკად გაუსწორდნენ. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ახალგაზრდა და ასევე სხვა ახალგაზრდები "გაბედედან", რჩებიან საავადმყოფოში, რადგან სასტიკად არიან ნაცემები და ტვინის შერყევა აქვთ. ხაზგასმით მინდა ვთქვა მათი მონაყოლიდან, რომ პოლიციამ პირდაპირ მათ ხახაში ჩააგდო ეს ბავშვები, პირდაპირ საცემრად. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი სცემეს, მივიდა პოლიცია. ეს იყო სახელმწიფოს მიზანმიმართული, ძალადობრივი ოპერაცია ახალგაზრდების წინააღმდეგ. ამაზე აუცილებლად მიიღებს ხელისუფლება პასუხს. ისინი ვერ შექმნიან ვერანაირ სამოქალაქო დაპირისპირებას. ეს არის შეკვეთილი, დაგეგმილი ძალადობა ხელისუფლების მხრიდან ახალგაზრდების წინააღმდეგ. ხუნდაძე და ყველა სხვა მოძალადე მონა ამაზე აუცილებლად აგებს პასუხს", - განაცხადა ხოშტარიამ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა