სუს-ის უფროსსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს  შორის შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ერიკ ჰოგს შორის შეხვედრა გაიმართა.

სუს-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ, სადამკვირვებლო მისიასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის არსებული ფუნქციური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ სუს-ის წარმომადგენლებს EUMM-ის ზოგადი საქმიანობისა და მანდატის შესახებ გააცნო ინფორმაცია. სუს-ის მხრიდან განსაკუთრებულად გაესვა ხაზი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის არსებობის მნიშვნელობას და მათ როლს, ადგილზე უსაფრთხოების ვითარების შენარჩუნების კუთხით. ასევე, ხაზი გაესვა EUMM-ის მანდატის სრულფასოვნად შესრულების მნიშვნელობას იმდენად, რამდენადაც მისიას ამჟამად არც ერთ ოკუპირებულ რეგიონზე არ აქვს წვდომა”, - აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა