ანონსი 3 დეკემბერი

3 დეკემბერს, 09:30 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, გაიმართება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია: „დაინახე, გაიგონე, გადადგი ნაბიჯი“. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ: UNDP-ის ხელმძღვანელი საქართველოში ლუიზა ვინტონი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში ულრიკ თიდესტრომი, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტი.

მის: პირველი რესპუბლიკის მოედანი 1

საკონტაქტო: სოფიო ჭიჭინაძე 599196907

3 დეკემბერს, 10:00 საათზე, რეგიონალური საპარლამენტო კონფერენციის - საარჩევნო პროცესის დროს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებისა და მასთან ბრძოლის შესახებ: ეროვნული პარლამენტების როლი - მესამე სესია გაიმართება: საარჩევნო პროცესის დროს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების თვიდან აცილება და მასთან ბრძოლა.

14:30 საათზე - მეოთხე სესია - საერთაშორისო და ეროვნული სადამკვირვებლო მისიების რეკომენდაციების შემდგომი ნაბიჯები. სხდომის პრეზიდენტი: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა.

16:45 საათზე, - სესიის დახურვა.

მის: სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტის“ დიდი დარბაზი, თავისუფლების მოედანი N4

3 დეკემბერს, 11:00 საათზე, „ლელოს“ ოფისში, გაიმართება პრესკონფერენცია თემაზე: ქვეყანაში არსებული სიტუაცია, რომელიც საზოგადოების დაპირისპირებას და ვითარების ესკალაციას იწვევს.

მის: დ.უზნაძის #4

საკონტაქტო ნომერი: 577403734

3 დეკემბერს, 11:00 საათზე, ევროპის მოედანზე, კახა კალაძე ახალ ავტობუსებს წარადგენს.

საკონტაქტოა: ეკა ბახუტაშვილი 598163235

3 დეკემბერს, 11:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, პარლამენტის შესასვლელთან, (საშვთა ბიუროს მხარეს) ბრიფინგს „ჩააგდე სია“ გამართავს.

საკონტაქტო: თამარ კაციტაძე 599 437 403

3 დეკემბერს, 11:00 საათზე, მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მის: ლარსის ქუჩა #2 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან, „ანტრე“ როგორც კი დამთავრდება, მარჯვნივ. 3 სართულიანი აგურის შენობა)

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

3 დეკემბერს, 11:00 საათზე, საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში ჩატარდება შეხვედრა თემაზე: ქართული კულტურული მემკვიდრეობის (მუზეუმების) საკითხი.

საკონტაქტო: მირონ ფირცხელიანი 591 90 27 57

3 დეკემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი; , ევროსასამართლოს ექსპერტი, იურისტი ლია მუხაშავრია; ადვოკატი დიანა გვიშიანი ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

თემა: კიდევ ერთი საჩივარი საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში - მელტონიანების საქმე ევროსასამართლოში გაიგზავნა, სადაც მხარე სახელმწიფოს სიცოცხლის უფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას ედავება.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 599 291202; 593 53 45 24

3 დეკემბერს, 12:00 საათზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი დაესწრება ტექნიკური უნივერსიტეტის, სან დიეგოს უნივერსიტეტის და ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებთან საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელების შეხვედრას.

მის: ალ. ყაზბეგის გამზ #12, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მე-2 სართული

3 დეკემბერს, 12:00 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) 2018 წლის ოფიციალური შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.

მის: მინდელის ქ. 9.

3 დეკემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ტრადიციონალისტთა კავშირის ლიდერი აკაკი ასათიანი განცხადებას გააკეთებს.

თემა: ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებებში მონაწილეობა და დაგეგმილი მეორე რაუნდი. ქვეყანაში შექმნილი ვითარება და პოლიტიკური გეგმები.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

3 დეკემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N331 (C კორპუსი, III სართული)

3 დეკემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

3 დეკემბერს, 12:00 საათზე, ოპოზიციური პარტიის ლიდერები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ

თემა: 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემა

მის: ვაკე, ავალიშვილის 8.

საკონტაქტო: 555602634 ირაკლი გაბისონია

3 დეკემბერს, 14:00 საათზე, ქუთაისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები რეგიონებიდან შეხვედრას გამართავენ, რომელიც 6 დეკემბრის მსვლელობას შეეხება. შეხვედრას ოპოზიციური პარტიების ლიდერები თბილისიდანაც დაესწრებიან.

მის: ქუთაისი, რუსთაველის 112

საონტაქტო პირი: 555 602 634- ირაკლი გაბისონია

3 დეკემბერს 14:30 საათზე, მცხეთაში, სვეტიცხოველთან, მშვიდობიანი აქცია გაიმართება, სადაც მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მცხეთაში დღეს განვითარებულ მოვლენებს გააპროტესტებენ.

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია (“ახალი საქართველოს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი) 555602634

3 ნოემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე ბრალებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

3 დეკემბერს, 15:00 საათზე, სასტუმროში „თბილისი მარიოტი“, მსოფლიო ბანკის ანგარიშის „ჩამოსვლის მიღმა - განვითარებადი შესაძლებლობები ქართული კომპანიებისთვის ტურიზმის ღირებულებათა ჯაჭვში“ პრეზენტაცია გაიმართება.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვლენ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი.

3 დეკემბერს, 17:00 საათზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიხსნება.

სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია 16:00 საათიდან დაიწყება.

მის.: ათონელის ქ. N25; პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

3 დეკემბერს, 17:30 საათზე, სამედიცინო უნივერსიტეტის დეკანატის შენობაში (7 სართული) გაიმართება საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების სხდომა, სადაც 42 ასოციაცია ერთობლივ განცხადებას გააკეთებს 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით

საკონტაქტო: ეთია ჭიკაძე - 591 777 477

3 დეკემბერს 17:30 საათზე, PISA -ს კვლევის შედეგებთან დაკავშირებით ანა დოლიძე განათლების სამინისტროსთან გამართავს ბრიფინგს.

მის: დიმიტრი უზნაძის N52

საკონტაქტო: 599 437 403

3 დეკემბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო "ბესტ ვესტერნში" "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის" გამარჯვებული წიგნების: არჩილ ფირიაშვილის "ფეხბურთის მოთამაშისა" და თინათინ ბერიძის "მოპარული სიყვარულის" წარდგენა გაიმართება.

მის: აფაქიძის #11

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა