არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სააგენტო და დანაშაულის პრევენციის ცენტრი ერთიანდება

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო და დანაშაულის პრევენციის ცენტრი ერთიანდება.

პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა (82 მომხრე) იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის მიხედვითაც ზემოაღნიშნული ორი უწყება გაერთიანდება და ერთ სსიპ-ად - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახით ჩამოყალიბდება.

ცვლილებების მიხედვით, გაერთიანდება ამ დაწესებულებათა ფუნქციებიც. ამასთან, გაერთიანებულ სააგენტოს რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა სოციალიზაცია-რეაბილიტაციის ფუნქცია მიენიჭება. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ფარგლებში ახალი სტრუქტურული ერთეული - არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი შეიქმნება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით, არასრულწლოვანთა რეფერირების სისტემის კოორდინაციას განახორციელებს.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია მითითებული, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრში 80 - მდე პირის დასაქმება იგეგმება და მათი ყოველწლიური ხელფასის ჯამური რაოდენობა მიახლოებით 1 304 400 ლარს შეადგენს. ამასთან, ცენტრის ფუნქციონირებისთვის იგეგმება 12 ავტომობილის შეძენაც.

გარდა ამისა, პროექტის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ი პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ფუნქციას სსიპ - იუსტიციის სასწავლო ცენტრი შეითავსებს, ხოლო პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრი “მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრად“ გარდაიქმნება და მისი მთავარი მიზანი მსჯავრდებულთა, პატიმართა და პრობაციონერთა პროფესიული მომზადება და გადამზადება გახდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა