ბიზნესდაჯილდოება 2019-ის ფინალისტები ცნობილია

ბიზნესდაჯილდოება 2019 წლის ფინალისტების ვინაობა უკვე ცნობილია. ჟიურიმ რამდენიმეკვირიანი მუშაობა დაასრულა და ფინალისტები ნომინაციების მიხედვით გადაანაწილა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს.

„ფინალისტები ნომინაციების მიხედვით:

საუკეთესო სტარტაპის შექმნისთვის: ფაბერი, პროფი, თრიფქარს;

საუკეთესო ინოვაციებისთვის: ველი, ოპტიო ეიაი და სისიელეი;

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისათვის: ფლასთიქვოჩერ.ჯი, დადარი, ნატა ბუაჩიძის სტუდია;

თანამშრომლებზე განსაკუთრებული ზრუნვისათვის: მიკროგრინი, ვანდერლენდი, ვიაიპი სეკრეტარი;

საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურებისთვის შექმნისთვის: სამოსელი პირველი, ალაზნის თავი, სოფლიდან.ჯი.

გამარჯვებულები 17 დეკემბერს დაჯილდოების ფინალურ ცერემონიაზე გაირკვევა. წელს პრიზები უცვლელი რჩება. გამარჯვებულები ბიზნესებზე მორგებულ და მათთვის საჭირო ციფრულ სერვისებს აირჩევენ. „თიბისი“ მათ მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებებით სთავაზობს: ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი, ბრენდის სტრატეგია და საიმიჯო კამპანია და პროგრამული უზრუნველყოფა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა