კახეთის რეგიონული განვითარების პროექტები განიხილეს

კახეთში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, სადაც კახეთის რეგიონული განვითარების სტრატეგიის 2019-2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის პროექტები იქნა განხილული.

შეხვედრის ფარგლებში, დაინტერესებული სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებისთვის, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა, ნათია ტატიშვილმა კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში 2020 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. ორგანიზატორების ინფორმაციით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, უკვე ტრადიციად იქცა სამშენებლო-შემსრულებელ კომპანიებთან დიალოგის ფორმატში შეხვედრების გამართვა და მათთვის კახეთის რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციის გაზიარება.

„მსგავსი ფორმატის საინფორმაციო შეხვედრები ხელს უწყობს მუნიციპალიტეტებსა და შემსრულებელ კომპანიებს შორის თანამშრომლობის განვითარებას, ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტურად განხორციელების მიზნით, ასევე, კომპანიებს საშუალება ეძლევათ, რომ რეგიონში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მოცულობის მიხედვით წინასწარ განსაზღვრონ საკუთარი შესაძლებლობები და დაინტერესების შემთხვევაში, უზრუნველყონ რესურსების მობილიზება. კახეთში გამართულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა, მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, რწმუნებულის მოადგილეებმა, რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების საკრებულოს თავმჯდომარეებმა და მერებმა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა