დავით ზალკალიანი ემანუელ მაკრონის დიპლომატიურ მრჩეველს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საფრანგეთში, ვიზიტის ფარგლებში ემანუელ მაკრონის დიპლომატიურ მრჩეველთან, ემანუელ ბონთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეები საქართველოსა და საფრანგეთს შორის ამილახვარის სახელობის პოლიტიკური დიალოგის დაფუძნებას და ამ ფორმატში პარიზში გამართულ პირველ შეხვედრას მიესალმნენ. მხარეებმა აღნიშნეს, რომ მოცემული პლატფორმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და მაღალ დონეზე გადაიყვანს ორი ქვეყნის თანამშრომლობას. შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა საფრანგეთის წვლილი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში, განსაკუთრებით 2008 წლის ომის დროს მედიაციისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების თვალსაზრისით.

„მინისტრმა ემანუელ მაკრონის დიპლომატიურ მრჩეველს მიაწოდა ინფორმაცია საქარველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადგილზე ადამიანის უფლებების ხელყოფის უხეშ ფაქტებზე. აღინიშნა არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების ირგვლივ საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო რეაგირების და ამ საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში მუდმივად შენარჩუნების მნიშვნელობა. საუბარი შეეხო ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგს, ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რასაც საქართველომ მიაღწია ევროპული ინტეგრაციის გზაზე და აღნიშნა საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა.

საფრანგეთ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობის განვითარებაზე ეკონომიკის, განათლების, უსაფრათხოების მიმართულებით. აღინიშნა საქართველოს და ქართველი სამხედროების განსაკუთრებული წვლილი ევროკავშირის და ნატო-ს სამშვიდობო მისიებში.

მინისტრმა ფრანგ ხალხს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა სამხედროების დაღუპვის გამო მალიში,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა