„ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში „დისნეის" კვირეული დაიწყო

„ბიბლუსის" მაღაზიებში „დისნეის" კვირეული დაიწყო. „პალიტრა L" -ის ინფორმაციით, 3-დან 15 დეკემბრის ჩათვლით, #აჩუქეწიგნის ფარგლებში, „დისნეის" წიგნებსა და აქსესუარებზე 35%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს.

„მსოფლიოში მილიონობით ბავშვის საოცნებო გმირები „დისნეის" ანიმაციური ფილმების პერსონაჟები არიან. გამომცემლობა „პალიტრა L" კი საქართველოში „დისნეის" პირველი ოფიციალური წარმომადგენელია. „დისნეის" ქართულად თარგმნილი წიგნები უცხოური გამოცემების ზუსტი ასლია და „დისნეის" ლიცენზიით გამოიცემა.

„დისნეის" ილუსტრირებული წიგნები სათამაშოებით, სამკაულებითა თუ პაზლებით ბავშვისთვის საახალწო საჩუქრად იდეალური ვარიანტია, რადგან ეს გამოცემები წიგნისა და სათამაშოს როლს ერთნაირად ითავსებს. ვფიქრობთ, რომ „დისნეის" კვირეული მშობლებს აძლევს კარგ შესაძლებლობას, ხელსაყრელ ფასად შეიძინონ შვილებისთვის სასურველი საჩუქრები“, - განაცხადა გამომცემლობა „პალიტრა L“ -ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, მარიამ აბდუშელიშვილმა.

ფასდაკლებებთან ერთად, კვირეულის ფარგლებში, პატარა მკითხველისთვის კითხვის საათებიც მოეწყობა.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/775479639531749/

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა