ნინო ლომჯარია - ეუთო/ოდირი ითხოვს, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტი რეგისტრირებული იყოს პარლამენტში და შემდეგ მივმართავ მათ

ეუთო/ოდირი ითხოვს, რომ კანონპროექტი უნდა იყოს ოფიციალურად რეგისტრირებული პარლამენტში, ანუ მას უნდა ჰქონდეს ოფიციალური კანონპროექტის სახე, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მედიას განუცხადა, რითაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ შემუშავებულ მოდელის თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა. მისი თქმით, მას შემდეგ რაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტში დარეგისტრირდება, სახალხო დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს.

"ამ საკითხთან დაკავშირებით მაქვს აქტიური კონსულტაციები ეუთო /ოდირთან, პირადად შევხვდი ეუთო /ოდირის პრეზიდენტს, ასევე ვესაუბრე შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლებს. ისინი ინფორმირებულები არიან, რომ სახალხო დამცველი აპირებს აღნიშნული კანონპროექტის გაგზავნას, თუმცა მას აქვს გარკვეული პროცედურული წინაპირობები, უპირველეს ყოვლისა , ეუთო/ოდირი ითხოვს , რომ კანონპროექტი უნდა იყოს ოფიციალურად რეგისტრირებული პარლამენტში , ანუ მას უნდა ჰქონდეს ოფიციალური კანონპროექტის სახე და შემდეგ უკვე სახალხო დამცველი, მე მივმართავ ეუთო/ოდირს მოსაზრების წარმოსადგენად იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელზეც ოპოზიცია შეთანხმდება და რომელიც იქნება დარეგისტრირებული პარლამენტში", -განაცხადა ლომჯარიამ.

იხილეთ ვიდეო: სახალხო დამცველი ეუთო/ოდირს საარჩევნო სისტემის შესახებ ოპოზიციის კანონპროექტს პარლამენტში რეგისტრაციის შემდეგ მიმართავს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა