ქობულეთის საკრებულოში „ნაცმოძრაობის" წევრის ინფორმაციით, საკრებულოს შენობასთან „ქართული ოცნების" აქტივისტები პროვოკაციის მოწყობას გეგმავენ

ქობულეთის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ბონდო თედორაძის განცხადებით, საკრებულოს შენობასთან „ქართული ოცნების" აქტივისტები არიან მობილიზებული და პროვოკაციის მოწყობას გეგმავენ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ ეძლევათ.

„შენობასთან ზონდერ ჯგუფები არიან მობილიზებული, რომელსაც ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე ხელმძღვანელობს. ჩვენ ვერ შევდივართ შენობაში, რადგან არ გვეძლევა შესაძლებლობა ამის. მოვიდნენ სამართალდამცავები და გაგვაფრთხილეს, რომ შენობას არ მივუახლოვდეთ“, - განაცხადა ბონდო თედორაძემ.

ქობულეთის საკრებულოს შენობასთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა