კახა კალაძე - კრიტიკას ვერ უძლებს ყვითელი ავტობუსები, რომელსაც მუშაობის ყველანაირი რესურსი აქვს ამოწურული

კრიტიკას ვერ უძლებს ყვითელი ავტობუსები, რომელსაც მუშაობის ყველანაირი რესურსი აქვს ამოწურული, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ევროპის მოედანზე განაცხადა, სადაც ახალი ავტობუსების პრეზენტაცია გამართა.

კალაძის თქმით, ძველი ყვითელი ავტობუსები დისკომფორტს წარმოადგენს როგორც იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებს, ასევე პრობლემას ქმნის ეკოლოგიური თვალსაზრისითაც და სწორედ ამიტომ ხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება და ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლება.

„ცოტა უკან უნდა დავბრუნდე და გავიხსენო წლები, როცა დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყო ყველაზე მოწესრიგებული. ეს იყო 70-იანი, 80-იანი წლები. მას შემდეგ ჩვენ გამოვიარეთ ძალიან რთული პერიოდი, გვახსოვს დრო, როდესაც სულ რამდენიმე მანქანა დადიოდა დედაქალაქში, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე საერთოდ არ ვსაუბრობ. შემდეგ იყო პერიოდი, როდესაც გვეგონა, რომ რაც უფრო დიდი იყო ჯიპი, უფრო ახლოს იყო ევროპული ცივილიზაცია, თუმცა, საბედნიეროდ, ეს პერიოდიც გადაილახა. მე მგონია, რომ ჩვენ, მოქალაქები და ქალაქი ერთდრულად გავდივართ ურბანულ ევოლუციას. დღეს არის სხვა მოთხოვნები, სხვა მნიშვნელოვანი საჭიროებები. დღეს რა მდგომარეობა გვაქვს - დღეს გვაქვს ავტობუსების პარკი, რომლის დიდი ნაწილი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, რომელიც მართლა კრიტიკას ვერ უძლებს. მხედველობაში მაქვს ყვითელი ავტობუსები, რომელსაც ყველანაირი რესურსი აქვს ამოწურული მუშაობის. სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს თბილისელებისთვის, რომლებიც იყენებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და პრობლემაა ასევე ეკოლოგიური თვალსაზრისით, ვგულისხმობ გამონაბოლქვს. შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება - ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლება ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის ავტობუსებით“, - განაცხადა კალაძემ.

თენგიზ ფხალაძე  -  თუკი დღეს ვინმე ხეირობს საქართველოში შექმნილი ვითარებით, ეს რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2019
რამაზ საყვარელიძე - არც ხელისუფლება ჰგავს პოლიტიკის დიდოსტატს და არც ოპოზიცია, ამიტომ არც ისე იწვიმებს, როგორც ისმის რევოლუციის ჭექა-ქუხილი
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (იკაო) 75 წლისაა
გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფმა (GET) საქართველოს ფინანსური სექტორის მონიტორინგის პირველი ნაწილი წარადგინა
ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი
ლიბერთი UN Women-ის ქალთა გაძლიერების პრინციპების გლობალურ ინიციატივას უერთდება
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულებს 14 დეკემბერს გამოავლენს
მედიკამენტებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით PSP-ში გერმანულ წამყვან მწარმოებელ კომპანია „ბერლინ-ხემის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა
რატომ არის კომპანია TOYOTA-ს მიერ წარმოებული ავტომობილები ასეთი პოპულარული და როგორ ზრუნავს კომპანია ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე
„სილქნეტმა“ მობილურ ქსელში უპრეცედენტო სამუშაოები ჩაატარა - დღეისათვის კომპანია მომხმარებელს უსწრაფეს, 4.5G ინტერნეტს სთავაზობს
BDO-მ მცირე და საშუალო სავაჭრო კომპანიების წამომადგენლებს კონფერენციაზე უმასპინძლა