ერდოღანი - თურქეთი მხარს არ დაუჭერს ნატო-ს გეგმას ბალტიის ქვეყნებთან დაკავშირებით, თუ ალიანსი არ აღიარებს ტერორისტულ ორგანიზაციებად მათ, ვისაც ჩვენ ვებრძვით

თურქეთი მხარს არ დაუჭერს ნატო-ს გეგმას ბალტიის ქვეყნების თავდაცვასთან დაკავშირებით, თუ ალიანსი ტერორისტებად არ აღიარებს იმ ძალებს, რომლებსაც თურქეთი ებრძვის, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ლონდონში გამგზავრებამდე განაცხადა.

„გუშინ პოლონეთის პრეზიდენტს ვესაუბრე და მან მკითხა, დავუჭერდი თუ არა მათ მხარს. მე ვუთხარი, სიამოვნებით, ჩვენ შეგვიძლია შევიკრიბოთ და განვიხილოთ ეს თემები... მაგარამ, თუ ჩვენი მეგობრები ალიანსიდან არ აღიარებენ მათ ტერორისტულ ორგანიზაციებად, ვისაც ჩვენ ვაღიარებთ და ვებრძვით, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ არც ერთ ნაბიჯს, რომელიც იქ განიხილება“,-განაცხადა ეროდღანმა.

შეგახსენებთ, 3 და 4 დეკემბერს ბრიტანეთის დედაქალაქში ნატო-ს სამიტი იმართება, სადაც მრავალ სხვა საკითხთან ერთად ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები თურქეთის მიერ ჩრდილოეთ სირიაში განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას განიხილავენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა