კახა კალაძე - როდესაც ელჩებთან იყო შეხვედრა, დიპლომატიურმა კორპუსმა დაინახა, რომ ოპოზიციის შემოთავაზება არაკონსტიტუციურია

როდესაც ელჩებთან იყო შეხვედრა, დიპლომატიურმა კორპუსმა დაინახა, რომ ოპოზიციის შემოთავაზება არაკონსტიტუციურია და შეუძლებელია საკონსტიტუციო ცვლილების გარეშე ამ მოდელზე გადასვლა,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, თუ არსებული საარჩევნო სისტემის ფარგლებში ოპოზიცია სხვა მოდელზე შეჯერდება, რაც კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის, მსჯელობა გაგრძელდება.

„არსებული საარჩევნო სისტემის ფარგლებში თუ სხვა რამე არის შესაძლებელი და აქვთ მოთხოვნები, ანალოგიურად შესაძლებელია მოხდეს შეხვედრა და გაგრძელდეს საუბარი“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ე.წ. გერმანულ მოდელს, კალაძის განცხადებით, თემა დახურულია იმიტომ, რომ საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა