ქობულეთის საკრებულოს შენობაში ერთმანეთს "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ქობულეთის საკრებულოს შენობაში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაუპირისპირდნენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბონდო თედორაძემ „ქართული ოცნების" წევრებს „ზონდერები“ უწოდა, რაზეც ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ასევე „ზონდერები“ უწოდა და უცენზურო სიტყვები გამოიყენა. სამართალდამცავებმა ქობულეთის საკრებულოს შენობიდან დაპირისპირების რამდენიმე მონაწილე გაიყვანეს, ერთი პირი კი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს.

დილიდან ქობულეთის საკრებულოს შენობასთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული. „ნაციონალური მოძრაობის" წევრების თქმით, მათ შენობაში შესვლისა და მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლეოდათ.

„დილიდან აპირებდნენ შემოვარდნას, მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მერიის თანამშრომლებს. ესაა მათი ჩვეულებრივი ხელწერა, რომ არაფრისგან შექმნან დესტრუქციული მუხტი", - განაცხადა ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა