ლუიზა ვინტონი - შშმ პირები საქართველოში ჯერ კიდევ უჩინარები არიან, მათ არ აქვთ შესაძლებლობა, რომ თანაბრად ისწავლონ, იმუშაონ და აღასრულონ თავისი უფლებები

შშმ პირები საქართველოში ჯერ კიდევ უჩინარები არიან, მათ არ აქვთ შესაძლებლობა, რომ თანაბრად ისწავლონ, იმუშაონ და ასევე, აღასრულონ თავისი უფლებები,- ამის შესახებ გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა მედიას სასტუმრო "რედისონში" განუცხადა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია: „დაინახე, გაიგონე, გადადგი ნაბიჯი" მიმდინარეობს.

ლუიზა ვინტონის თქმით, კონფერენცია შშმ პირებთან მჭიდრო თანამშრომლობით მომზადდა. მისი განცხადებით, საქართველოს ბევრი აქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ თანასწორ, თანაბარ და ინკლუზიურ საზოგადოებას მიაღწიოს.

"გაეროს განვითარების პროგრამა ძალიან მოხარულია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ასევე საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან ერთად აღვნიშნავთ შშმ პირების საერთაშორისო დღეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რადგან საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ თანასწორ, თანაბარ და ინკლუზიურ საზოგადოებას მიაღწიოს. შშმ პირები საქართველოში ჯერ კიდევ უჩინარები არიან, მათ არ აქვთ შესაძლებლობა, რომ თანაბრად ისწავლონ, იმუშაონ და ასევე, აღასრულონ თავისი უფლებები. ჩვენ დღეს დეტალურად ვისაუბრებთ პოლიტიკურ და ასევე, საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც საჭიროა, რომ საქართველოს კანონმდებლობა და სახელმწიფო პრაქტიკა შესაბამისობაში მოვიდეს გაეროს კონვენციასთან და შშმ პირების უფლებები იყოს დაცული", - განაცხადა ვინტონმა.

კონფერენციას პრლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სახალხო დამცველი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა