„საქართველოს ფოსტამ“ ჩინეთის ფოსტის ჯგუფთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

„საქართველოს ფოსტამ“ ჩინეთის ფოსტის ჯგუფთან სტრატეგიული ბიზნეს თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი კომიტეტის შექმნაზე, რომელიც 5 თვის ვადაში ინფორმაციული ტექნოლოგიების, ავტომატიზაციის და სატრანზიტო ვადების გაუმჯობესების მიზნით, დაამუშავებს კომერციულ, ტექნიკურ და მარკეტინგულ მიმართულებებს. ასევე შეთანხმების ფარგლებში მხარეები უზრუნველყოფენ თანამშრომელთა გადამზადებას და მჭიდროდ ითანამშრომლებენ საფოსტო ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. აღნიშნულ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს.

ჩინეთის ფოსტის ჯგუფი და „საქართველოს ფოსტა“ ერთობლივად შექმნიან შესაძლებლობებს სატრანზიტო საფოსტო გზავნილების უკეთესი და ეფექტური მომსახურებისთვის. ამასთანავე, თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდება ახალი ლოგისტიკური სქემა სარკინიგზო მაგისტრალის გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს გავლით ტრანზიტული საფოსტო და კომერციული ტვირთების გატარებას ჩინეთიდან კავკასიის რეგიონსა და ევროპის მიმართულებით.

„ჩინეთის ფოსტის ჯგუფი ჩვენთვის გახლავთ სტრატეგიული პარტნიორი, შესაბამისად, ეს მემორანდუმი ხელს შეუწყობს, როგორც ჩვენს შორის თანამშრომლობის გამყარებას, ასევე მოგვცემს შესაძლებლობას განვახორციელოთ ახალი პროექტები და გავიზიაროთ მათი გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით. ჩინეთის ფოსტა ერთ-ერთი მოწინავე საფოსტო ოპერატორია ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის მიმართულებით, ამასთანავე, მნიშვნელოვანია მათი დიდი გამოცდილება ელკომერციის ბიზნესში, რაც ჩვენთვის საინტერესო და პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ვფიქრობ, აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად ქართველ მომხმარებელს და მეწარმე სუბიექტებს მრავალ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ“, - განაცხადა „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

„საქართველოს ფოსტის“ და ჩინეთის ფოსტის ჯგუფის თანამშრომლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაში და ამოვდროულად ხელს შეუწყობს, საქართველო გახდეს რეგიონული ცენტრი ლოგისტიკის და ბიზნესის მიმართულებით. „აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელსაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული. 2018 წლის მონაცემებით, 9 თვეში, საქართველოდან ჩინეთში 163 მილიონამდე აშშ დოლარის ღირებულების საქონელი იქნა ექსპორტირებული“, - ნათქვამია „საქართველოს ფოსტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა