„სინერჯი კაპიტალმა“ „ჯი.ვინოს“ 40% შეიძინა

საინვესტიციო კომპანია „სინერჯი კაპიტალმა“ ნატურალური ღვინისა და არტიზანული სამზარეულოს ბარის „ჯი.ვინოს“ 40% შეისყიდა.

„სინერჯი კაპიტალის“ ინფორმაციით, „ჯი. ვინოს“ აქვს გამორჩეული ქართველი მეღვინეების წარმოჩენის და გაცნობის განსაკუთრებული მისია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

„აქ შეხვდებით მხოლოდ იშვიათ, ნატურალურ ქართულ ღვინოებს, თავისი ისტორიით და მეღვინეების განსაკუთრებული ხასიათით და არტიზანულ სტილში დამზადებულ ტრადიციულ კერძებს.

„ჯი. ვინო“ უკვე 4 წელია ბაზარზეა და დღეს ერეკლე II-ის ქუჩაზე ერთი ბარითაა წარმოდგენილი. „სინერჯი კაპიტალთან“ ერთად დაგეგმილია ქსელის გაფართოება თბილისში, ქვეყნის დიდ ქალაქებში და საზღვარგარეთ, რისი სტრატეგიაც უკვე განსაზღვრულია.

საინვესტიციო კომპანია „სინერჯი კაპიტალისთვის“ ეს კომპანიის შეძენის მე-11 ტრანზაქციაა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა