კახა კალაძე - სააკაშვილი 9 წელი და ახლა უკვე 7 წელი გვემუქრება ყველას და სამხარაძის წერილი გიკვირთ, კაცო?

სააკაშვილი 9 წელი და ახლა უკვე 7 წელი გვემუქრება ყველას და სამხარაძის წერილი გიკვირთ, კაცო? - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლების კითხვას, როდესაც ჟურნალისტებმა მას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის დიტო სამხარაძის მიერ მუქარის წერილის გამოქვეყნების შეფასება სთხოვეს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამხარაძის პოსტი არ უნახავს, ამიტომ კომენტარს ვერ გააკეთებს.

ცნობისთვის, დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" ოფისთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ ოპოზიციის გააქტიურება მიხეილ სააკაშვილის „ბრალია”.

დიმიტრი სამხარაძე „ფეისბუქზე“ მიხეილ სააკაშვილს შეურაცხმყოფელი და უცენზურო ლექსიკით მიმართავს, რის გამოც დეპუტატი საზოგადოების გარკვეული ნაწილის კრიტიკის ობიექტი გახდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა