ზვიად შალამბერიძემ ვანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძემ და მოადგილემ ბესიკ გოფოძემ, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ვანის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე გოგორიშვილთან ერთად, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სოფელ ტობანიერში, სტიქიის პრევენციის პროგრამის ფარგლებში, ხევის მეწყრული კერის რეგულირების სამუშაოებს გაეცნენ. პროექტის ღირებულება 91 999 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, მშენებარე ამბულატორია დაათვალიერეს. ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სულ ხუთი ამბულატორია რემონტდება. აღნიშნული პროექტების ჯამური ღირებულება 102 495 ლარია.

„სამთავრობო გუნდი, ასევე ვანის მუნიციპალიტეტში ყველაზე მასშტაბური, არქეოლოგიური მუზეუმის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. პროექტს, რომლის ღირებულება 14 მილიონ ლარს შეადგენს, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. შიდა სამუშაოები უკვე დასრულების ფაზაშია, ამ ეტაპზე შენობის ინვენტარით აღჭურვა და მუზეუმამდე მისასვლელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა