ქობულეთის მერიის შენობაში დაპირისპირება გრძელდება

ქობულეთის მერიის შენობაში დაპირისპირება გრძელდება. „უნამუსო „ზონდერები“ და განგსტერები ხართ", - ასე მიმართავენ დაპირისპირებულიმხარეები ერთმანეთს.

ქობულეთის მერიაში აჭარის უმაღლესი საბჭოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები მივიდნენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებს, მის თანაგუნდელებს ქობულეთის საკრებულოში მუშაობის შესაძლებლობა ერთმევათ.

თავის მხრივ, ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ ოპონენტებს განუცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მუშაობაში ხელი არ ეშლება და ისინი პროვოკაციას აწყობენ.

ქობულეთის მერიის შენობაში ერთმანეთს სიტყვიერად მირიან ქათამაძე და ელგუჯა ბაგრატიონი დაუპირისპირდნენ.

"შენ ხარ ამ ყველაფრის ორგანიზატორი, შენი მოწყობილია დღევანდელი არეულობა, ეს შენობა შენი ხომ არ გგონია?!",- განუცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა ქობულეთის მერს.

ქობულეთის მერიაში სამართალდამცავები იმყოფებიან და მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, რომ ქობულეთის მერიასთან დილიდან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა