საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი - თუ ამერიკა ახალ სანქციებს დაგვიწესებს, ევროკავშირი საპასუხო ზომებს მიიღებს

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, თუ ამერიკა ახალ სანქციებს დაგვიწესებს, ევროკავშირი საპასუხო ზომებს მიიღებს. საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის ბრუნო ლე მერის განცხადებით, აშშ-ის გადაწყვეტილება საფრანგეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფების 100 პროცენტამდე გაზრის შესახებ „მიუღებელია“ და საფრანგეთი და ევროკავშირი საპასუხო ზომების გასატარებლად მზად არიან.

„იმ შემთხვევაში, თუ ამერიკა ახალ სანქციებს დაგვიწესებს, ევროკავშირი საპასუხო ზომებს გაატარებს“, - განაცხადა ბრუნო ლე მერიმ.

საფრანგეთის უმცროსი ეკონომიკის მინისტრის აგნეს პანიერ რუნაშერის თქმით კი, საფრანგეთი ამ საკითხზე აშშ-სთან დაპირისპირებისთვის მზადაა და არ აპირებს, ციფრული სერვისების დაბეგვრასთან დაკავშირებულ გეგმებს გადახედოს.

აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საფრანგეთიდან იმპორტირებულ 2.4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონელზე ტარიფს 100 პროცენტამდე გაზრდის. გაზრდილი ტარიფები შეეხება საფრანგეთიდან იმპორტირებულ შამპანურს, ხელჩანთებს, ყველა და სხვა პროდუქტებს.

ამ ნაბიჯით აშშ პასუხობს საფრანგეთის მიერ ციფრულ სერვისებზე დაწესებულ გადასახადს.

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისი აცხადებს, რომ საფრანგეთის მიერ დაწესებული ბეგარა, რომელიც საერთაშორისო საგადასახადო პრინციპებსა და პოლიტიკასთან სრულ შეუსაბამობაშია, აზარალებს ამერიკულ კომპანიებს, მათ შორის Alphabet Inc’s Google (GOOGL.O)-ს, Facebook Inc (FB.O)-ს, Apple Inc (AAPL.O)-სა და Amazon.com Inc (AMZN.O)-ს.

საფრანგეთმა მიიღო კანონი, რომლითაც ციფრულ სერვისებს 3%-იანი ბეგარა დაუწესა. კანონი ეხებათ იმ კომპანიებს, რომელთა შემოსავალიც საფრანგეთში 25 მილიონ ევროზე მეტი, ხოლო მსოფლიო მასშტაბით - 750 მილიონი ევროა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა