ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტს სამოქალაქო ბიუჯეტის სტანდარტებთან შესაბამისობის სერტიფიკატი გადაეცა

საერთაშორისო სოლიდარობის ფონდი „პლ საქართველოს“ (Solidarity Fund PL in Georgia) ორგანიზებით, თბილისში კონფერენცია „აქტიური მოქალაქეები - ძლიერი მუნიციპალიტეტი, სამოქალაქო ბიუჯეტი საქართველოში“ ჩატარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირება მიმდინარე წელს დაიწყო, რისთვისაც 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი.

სამოქალაქო ბიუჯეტის დანერგვა საქართველოში 2015 წლიდან საერთაშორისო სოლიდარობის ფონდის მხარდაჭერით დაიწყო. ამჟამად ეს პრაქტიკა სულ უფრო მეტ ინტერესს იწვევს და მოიცავს ახალ მუნიციპალიტეტებს.

კონფერენციის მთავარ მიზანს წარმოადგენდა საქართველოში 2019 წლის სამოქალაქო ბიუჯეტის შედეგების პრეზენტაცია, დისკუსია მისი განვითარების პერსპექტივასა და მეთოდოლოგიაზე, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართულობის ახალ მექანიზმებზე.

სამოქალაქო ბიუჯეტი (PB) წარმოადგენს პირდაპირი დემოკრატიის ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე მექანიზმს, კერძოდ, საზოგადოების მონაწილეობას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების განაწილებაში მოსახლეობის ჩართულობის ზრდას.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაცია და საკრებულო, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტები და ექსპერტები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა