კონკურსის „ახალი ქართული პიესა 2019“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მიხეილ თუმანიშვილის ფონდის მიერ დაფუძნებული კონკურსის „ახალი ქართული პიესა 2019“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, I პრემია გადაეცა ანამარია გურგენიშვილს პიესისთვის „ბოიციდი“.

II პრემია - დავით ტურაშვილს პიესისთვის - „არის ასეთი ქალაქი“

III პრემია - გურამ მაცხონაშვილს პიესისთვის - Asap

თუმანიშვილის ფონდმა პროექტი „ახალი დრამატურგია“ 2006 წელს დაიწყო. ის ორი კონკურსისაგან შედგება - „ახალი ქართული პიესა“ და „თარგმნილი პიესა“. კონკურსები ყოველწლიურია და მონაცვლეობით ტარდება.

სამ გამარჯვებულს ფულადი პრემიები და ფონდის პრიზი „თუმანიშვილის ვაშლი“ გადაეცა. „თუმანიშვილის ვაშლი“ - დამატებითი პრიზი – განსაკუთრებულად საინტერესო ნაშრომისთვის პროექტის მონაწილეს გოგი ყაჯრიშვილს გადაეცა.

კონკურსი „ახალი ქართული პიესა 2019“ წელსაც, ტრადიციულად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. ქართულ თეატრალურ სამყაროს 500-ზე მეტი ახალი პიესა შეემატა, რომელთა დიდი ნაწილი თეატრებში უკვე დადგმულია.

თუმანიშვილის ფონდი 1998 წელს, 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს შეიქმნა. მისი დამფუძნებელი და ხელმძღვანელია მანანა ანთაძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა