დონალდ ტრამპი ჯონსონზე - ბორისი ძალიან ნიჭიერია და ის თავის საქმეს კარგად გააკეთებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას არს სურს დიდი ბრიტანეთის არჩევნებში ჩარევა, თუმცა ფიქრობს, რომ პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ძალიან ნიჭიერია და ის თავის საქმეს კარგად გააკეთებს.

„ვფიქრობ, ბორისი ძალიან ნიჭიერია და ის თავის საქმეს კარგად გააკეთებს,“- განაცხადა ტრამპმა ლონდონში, სადაც ის ნატო-ს 70-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე დასასწრებლად ჩავიდა.

დონალდ ტრამპმა „ბრექსითის“ მიმართ მხარდაჭერაც გამოხატა, რომელიც ბორის ჯონსონის საარჩევნო კამპანიის მთავარი ელემენტია.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ტრამპს მოუწოდა, ლონდონში ვიზიტის დროს ბრიტანეთის არჩევნებში ჩარევისგან თავი შეეკავებინა.

დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 12 დეკემბერს არის დაგეგმილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა