დავით გაბაიძე შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. დავით გაბაიძის თქმით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კუთხით ქვეყანა ჯერ კიდევ გამოწვევების წინაშე დგას.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ ჯერ კიდევ არაერთი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები, არსებობს განსხვავებული შესაძლებლობები და ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია, დასტურია იმისა, რომ ჩვენ ყველანი, ჩვენი სხვადასხვა შესაძლებლობებით, ერთი ქვეყნის, ერთი საერთაშორისო სივრცის ნაწილი ვართ.

საქართველომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციას და მის ფაკულტატურ ოქმს 2009 წელს მოაწერა ხელი. ამით ჩვენმა ქვეყანამ შშმ პირთა უფლებების რეალიზაციაზე, საზოგადოებაში ინტეგრირებაზე, მათთვის საზოგადოებრივ სიკეთეებზე თანაბარ ხელმისაწვდომობაზე, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ინფორმირებულობის ხარისხის გაუმჯობესებაზე აიღო პასუხისმგებლობა და ამ მიზნით მრავალი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა“,-განაცხადა დავით გაბაიძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო