ქობულეთის მერი - „ნაცმოძრაობას“ არეულობის საშუალებას არ მივცემთ

ქობულეთის მერიაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და მერის მირიან ქათამაძეს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც მირიან ქათამაძემ განაცხადა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქობულეთის მუნიციპალიტეტის ორგანოს ვერ აიძულებს, რომ ოპოზიციის დღის წესრიგით იმოქმედონ. მისივე თქმით, ოპოზიციის მცირე ჯგუფი ქობულეთის მერიის პარალიზებას ვერ მოახდენს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ცდილობენ ფსიქოლოგიურ, სიტყვიერ და ფიზიკურ ზეწოლას, ეს მათი პოლიტიკური საქმიანობის მეთოდია. მე საჯარო უწყების ხელმძღვანელი ვარ და კანონით მევალება უზრუნველვყო წესრიგი. „ნაციონალურ მოძრაობას“ არეულობის საშუალებას არ მივცემთ",- აღნიშნა მირიან ქათამაძემ.

თავის მხრივ, ელგუჯა ბაგრატიონი ამბობს, რომ ქობულეთის მერთან დიალოგი რთულია და ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

„ქობულეთის საკრებულოს წევრებს უფლება აქვთ, სამუშაო ოთახში შევიდნენ ნებისმიერ დროს. მერს თმენის ვალდებულება აქვს და ვერ აცნობიერებს. იგივე მეთოდებით გავაგრძელებთ პროტესტს, რადგან კანონს არ ვარღვევთ",- განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

დღეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ქობულეთის საკრებულოში შესვლას ითხოვდნენ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ქობულეთის მერი - „ნაცმოძრაობას“ არეულობის საშუალებას არ მივცემთ

ქობულეთის მერიაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და მერის მირიან ქათამაძეს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც მირიან ქათამაძემ განაცხადა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქობულეთის მუნიციპალიტეტის ორგანოს ვერ აიძულებს, რომ ოპოზიციის დღის წესრიგით იმოქმედონ. მისივე თქმით, ოპოზიციის მცირე ჯგუფი ქობულეთის მერიის პარალიზებას ვერ მოახდენს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ცდილობენ ფსიქოლოგიურ, სიტყვიერ და ფიზიკურ ზეწოლას, ეს მათი პოლიტიკური საქმიანობის მეთოდია. მე საჯარო უწყების ხელმძღვანელი ვარ და კანონით მევალება უზრუნველვყო წესრიგი. „ნაციონალურ მოძრაობას“ არეულობის საშუალებას არ მივცემთ",- აღნიშნა მირიან ქათამაძემ.

თავის მხრივ, ელგუჯა ბაგრატიონი ამბობს, რომ ქობულეთის მერთან დიალოგი რთულია და ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

„ქობულეთის საკრებულოს წევრებს უფლება აქვთ, სამუშაო ოთახში შევიდნენ ნებისმიერ დროს. მერს თმენის ვალდებულება აქვს და ვერ აცნობიერებს. იგივე მეთოდებით გავაგრძელებთ პროტესტს, რადგან კანონს არ ვარღვევთ",- განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

დღეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ქობულეთის საკრებულოში შესვლას ითხოვდნენ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია