მცხეთის მერიასთან მიმდინარე აქციაზე, ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ

მცხეთის მერიასთან მიმდინარე აქციაზე, დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

კერძოდ, ერთ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა პოლიციის კორდონს მიღმა გამოსვლა და იმ მხარეს გადასვლა შეძლო, სადაც ოპოზიციონერი ლიდერები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ, ამის შემდეგ კი მმართველი გუნდის აქტივისტი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

გარდა ამისა, იყო დაპირისპირების რამდენიმე სხვა შემთხვევაც. დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლები ერთმანეთს შეურაცხმყოფელი ეპითეტებით და უცენზურო სიტყვებით მიმართავენ.

"ხელი აიწიეთ აბა, რომლებმა ცემეთ გუშინ ბავშვები? სამარცვინოებო", - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ "კონტრაქციის მონაწილეებს.

ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" აქციის მონაწილეებს შორის პოლიციის კორდონია განთავსებული. ოპოზიციის ლიდერების სიტყვით გამოსვლები შეძახილების ფონზე მიმდინარეობს.

ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთის წინ საქართველოს ჰიმნიც შეასრულეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა