პანკისის ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 2 პირს პატიმრობა შეეფარდა

პანკისის ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არბი ქავთარაშვილს და რუსლან ხანგოშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

თელავის რაიონულ სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა სრულად გაითვალისწინა სახელმწიფო ბრალდების მოთხოვნა და ორივე დაკავებული პატიმრობაში დატოვა.

ადვოკატი არბი ქავთარაშვილისა და რამაზ ხანგოშვილის მიმალვის და მტკიცებულებების განადგურების ნაწილში პროკურორს არ დაეთანხმა.

პროცესს ორივე ბრალდებული ესწრებოდა, სადაც დაკავებულმა არბი ქავთარაშვილმა განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალდებას ეთანხმება და თავს დამნაშავედ სცნობს.

"ჩემს მიმართ წარდგენილ ბრალდებას სრულად ვეთანხმები და თავს დამნაშავედ ვცნობ", - აღნიშა ქავთარაშვილმა.

მომდევნო სასამართლო სხდომა 22 იანვარს, 13:00 საათზე დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში დაპირისპირება 27 ნოემბერს მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად 37 წლის ვისო მუთოშვილი გარდაიცვალა, ორი მამაკაცი კი მძიმედ დაიჭრა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლების კვალიფიკაციით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა