მცხეთის მერი - აქციაზე იმიტომ ვიდექი, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულებულიყო

აქციაზე იმიტომ ვიდექი, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულებულიყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" მცხეთის მერმა გიორგი კაპანაძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, „ქართული ოცნების" მხარდამჭერების მხრიდან პროვოკაციას ადგილი არ ჰქონია.

„მე აქციაზე იმიტომ ვიდექი, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულებულიყო. ამისთვის ვიყავით მოწოდებულები, არამარტო დღეს, არამედ გუშინაც, მაგრამ გუშინდელ დღეს მობრძანებული ახალგაზრდები პირდაპირ პროვოკაციისთვის იყვნენ მოწოდებულნი. თვითონ შალვა ნათელაშვილის ბიჭმა დაიწყო ინციდენტი, იმიტომაც დააკავეს და ამას მოჰყვა შემდგომ აურზაური და გაუგებრობა. ეს ჩემთვის ძალიან მიუღებელი ფაქტი იყო. მე სწორედ ამიტომ ვიდექი, რომ მინდოდა დამეცვა სუბორდინაციაა და დისციპლინა, რათა ეს ყველაფერი ინციდენტის გარეშე დასრულებულიყო“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ მცხეთის მერიასთან მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე, ოპოზიციის წარმომადგენლები და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

კერძოდ, ერთ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა პოლიციის კორდონს მიღმა გამოსვლა და იმ მხარეს გადასვლა შეძლო, სადაც ოპოზიციონერი ლიდერები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავდნენ, ამის შემდეგ კი მმართველი გუნდის აქტივისტი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ამის გამო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი პოლიციამ დააკავა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა