პედოფილიაში ბრალდებულ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ავსტრიელ პეტერ ზაიზენბახერს ვენის სასამართლომ 5 წლით ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის მიზეზი 1999-დან 2004 წლამდე ჩადენილი დანაშაულები გახდა.

ზაიზენბახერმა, ავსტრიის მთავარი პროკურორის ოფისის მიხედვით, გარყვნილი ქმედებები 9 და 13 წლის გოგონების მიმართ ჩაიდინა, რომლებსაც ის წვრთნიდა. ასევე, მესამე გოგონას გაუპატიურება მაშინ სცადა, როცა ის 16 წლის იყო.

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი მუდმივად უარყოფდა აღნიშნულ ბრალდებებს და მათ გამოგონილ ამბებს უწოდებდა.

პეტერ ზაიზენბახერი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს 2010 დან 2012 წლამდე წვრთნიდა. ამის შემდეგ კარიერა აზერბაიჯანის ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად განაგრძო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა