ზესტაფონში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს

ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის, „ორიონის“ ორგანიზებით, ზესტაფონში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერიაც შეუერთდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შშმ პირთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მსვლელობით დაიწყო. მსვლელობაში მონაწილეობას ზესტაფონის მერის მოადგილე, ელგუჯა კვეტენაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე და სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებდნენ.

ღონისძიების მონაწილეთა მთავარი სლოგანი იყო - „მე არ ვცნობ შეზღუდვებს, ვირჩევ თანაბარ შესაძლებლობებს“ .

მსვლელობა ცენტრალურ მოედანზე დასრულდა. „ორიონელებმა“ შეკრებილი საზოგადოების წინაშე საკუთარი შემოქმედებიდან მუსიკალური ნომრები წარადგინეს და ერთად შეასრულეს სიმღერა „ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ“.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო