შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იმერეთში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, ბაღდათის მუნიციპალიტეტში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო, სადაც შშმ პირთათვის ადგილობრივმა ანსამბლებმა და შემსრულებლებმა კონცერტი ჩაატარეს. ასევე, ბენეფიციარებმა სპორტულ და შემეცნებით აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა, რის შემდეგაც მათ სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, მოხდეს შშმ პირებისთვის ხელშეწყობა, გარემოს სრული ადაპტირება, იმისთვის, რომ შეძლონ თავიანთი უნარების და შესაძლებლობების უკეთესად წარმოჩენა. ასევე, ვცდილობთ შესაძლებლობის ფარგლებში გავუწიოთ შესაბამისი დახმარება, კეთდება ბევრი რამ, თუმცა რა თქმა უნდა, გვესმის, რომ გასაკეთებელიც ბევრია, რადგან ამ ადამიანებისთვის გაჩნდეს თუნდაც დასაქმების მეტი საშუალება.

ვმუშაობთ არსებულ გამოწვევებზე იმისთვის, რომ მათი უფლებები უფრო მყარად იყოს დაცული და ჰქონდეთ ნორმალური ცხოვრების, განათლების და დასაქმების შესაძლებლობები“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

რეგიონის მასშტაბით გამართული ღონისძიებების ფარგლებში, დღის მანძილზე მუნიციპალიტეტებში მოეწყო შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ჩატარდა გასართობი ღონისძიებები და სხვადასხვა აქტივობები.

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღედ 1992 წელს, გაეროს მიერ დაარსდა.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია