რუსთავის მერმა განსაკუთრებული მზრუნველობის საჭიროების მქონე  პირთა დღის ცენტრის აღსაზრდელებს, შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, განსაკუთრებული მზრუნველობის საჭიროების მქონე პირთა დღის ცენტრის აღსაზრდელებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ქალაქის მერი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანთან, დეპუტატებთან და სხვა მიწვეულ სტუმრებთან ერთად, დღის ცენტრში გამართულ ღონისძიებასაც დაესწრო.

რუსთავის დღის ცენტრის უმცროსი და უფროსი თაობის აღსაზრდელებმა, სტუმრებს მუსიკალურ სპექტაკლი „წუნა და წრუწუნა“ წარუდგინეს.

,,ვფიქრობ, რომ მხოლოდ დღევანდელი დღე არ უნდა იყოს ამ ბავშვებისთვის განსაკუთრებული. მათთან თუ იმეგობრებენ, ადამიანების გულებში ალბათ სითბოც იქნება და სიყვარულიც, მომავლის დამარწმუნებელი და დამაიმედებელი ნაბიჯებიც იქნება და მოლოდინიც. ჩვენ ცენტრის თანამშრომლები გადავამზადეთ, გადამზადება ერთია და ფინანსების გამოყოფაც, მაგრამ მთავარია, რომ მათ ყველა ეტაპი გადალახეს და შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატები მიიღეს. თუ იქნება დამატებით პროგრამებზე მოთხოვნა, მზად ვართ კვლავ დავაფინანსოთ ჩვენი ნიჭიერი პედაგოგები და უფრო მეტად გავამრავალფეროვნოთ ამ ცენტრის ფუნქციონირება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში.

რუსთავის მერიის ცნობით, ცენტრში ინკლუზიურ განათლებას იღებს და თერაპიულ კურსს, ამჟამად განსაკუთრებული საჭიროებების მქონე 150 ბენეფიციარი გადის. რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრს, მთლიანად ადგილობრივი თვითმმართველობა აფინანსებს.

რუსთავის დღის ცენტრის სერთიფიცირებული პედაგოგები, აღსაზრდელებს ორ ახალ სერვისს სთავაზობენ. სერვისი 7 წლამდე ასაკის, განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების შინ მოვლას და მათთვის შესაბამისი თერაპიული მომსახურების გაწევას გულისხმობს.

ცნობისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე 3 დეკემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, 1992 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შშმ პირთა უფლებების შესახებ, მათი ღირსების დაცვასა და მხარდაჭერას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს