„ახალი საქართველო“ - გიორგი ვაშაძემ მცხეთაში შეკრებილ „ქართული ოცნების“ აქტივისტებს ჰიმნის შესრულება შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო

მცხეთაში შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ მშვიდობიან აქტივისტებს წინააღმდეგობის გაწევის მიზნით დაახვედრა, „ახალი საქართველოს" ლიდერმა სიტყვით მიმართა, - ამის შესახებ ნათქვამია პარტია „ახალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გიორგი ვაშაძემ, მათ ჰიმნის ერთობლივი შესრულება შესთავაზა, თუმცა მათი მხრიდან უარი მიიღო.

„მოვუწოდებ ყველა აქ შეკრებილ მოქალაქეს, ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი. ერთად გავაპროტესტოთ, ოკუპანტების მიერ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცება. მოგიწოდებთ, რომ გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისთვის. მშვიდობიანი არაძალადობრივი პროტესტი გრძელდება. გუშინდელ აგრესიას ჩვენ მშვიდობიანი მსვლელობით ვპასუხობთ. სწორედ ამაშია ძალა. მათ დესტრუქციულ, მართლაც თავზეხელაღებულ, კანონგარეშე ქმედებას, ჩვენ კანონის შესაბამისად, მშვიდობიანი მსვლელობით ვპასუხობთ. ვერც ერთ შემთხვევაში, ჩვენ ისინი ვერ გამოგვიწვევენ დაპირისპირებაში. ისინი უბრალოდ აჩვენებენ თავის რეალურ სახეს. ვისთან გვაქვს საქმე - ადამიანებთან, რომლებიც ჩაბღაუჭებულები არიან თავიანთ თანამდებობას და იმის იქით ვერაფერს ვერ ხედავენ. ჩვენ კი ჩვენი ქვეყანა გვიყვარს და არც ერთ შემთხვევაში, საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ ვაკადრებთ იმას, რომ ხელი შეუბრუნონ ამ მართლაც თავზეხელაღებულ ადამიანებს. პირდაპირ გეუბნებით, დამარტყამენ ხელს ? მე ხელის შებრუნებას არ ვაპირებ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა